
Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია სოციალურ ქსელში თავისი ცხოვრების მომენტებს ხშირად საზოგადოებას და მის გამომწერეს უზიარებს.
როგორ გამოიყურება დემნა გვასალიასთვის ბედნიერება? რისი ეშინია და რა არის მისთვის პოპულარობა? - იგი ამ შეკითხვებზე გულწრფელად პასუხობს.
დემნა:
„თავს შემოქმედებით აქტივისტად ვხედავ.“
„ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ, ზოგჯერ, ზედმეტად პირდაპირიც.“
„ჩემთვის საჯარო ფოტოს გადაღება იმდენად სტრესულია, რამდენადაც სტომატოლოგთან ვიზიტი.“
„სელებრითობა არ ზის ჩემ ხასიათში. ვერასდროს გავხდები საჯარო ფიგურა, რომელიც ერთი ღონისძიებიდან მეორე ღონისძიებაზე მიდის.“
„ბედნიერება მარტივ რაღაცებშია. შაბათი საღამო, პიცა, Netflix-ის სულელური შოუ, ლოიკთან და ჩვენ ძაღლებთან ერთად, ეს არის ჩემი ბედნიერება.“
„მოდა არ მაღელვებს, მაგრამ ტანსაცმელი ძალიან მიყვარს.“
„ხშირად მოდელებად ისეთ გოგოებს და ბიჭებს ვირჩევ, რომლებსაც მოდა საერთოდ არ აინტერესებთ. ზოგიერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილიც არ აქვს და ტანსაცმლის მორგებაზე მარიხუანით მოდის.“
„მე არავის „ტროლვა“ მსიამოვნებს, არც ის მიყვარს, როცა „მტროლავენ“. მთელი ჩემი ცხოვრება თავად ვიყავი ბულინგის სამიზნე, მაგრამ მე თვითონ არასოდეს არავინ „დამიტროლავს“. ასე რომ, მსგავსი კომენტარები, ჩემი აზრით, სრულიად არასწორია“.
ასევე დაგაინტერესებთ: