
23 მარტს, 12:00 საათზე tkt.ge-ზე საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
ბილეთების გაყიდვა 6 საათში დასრულდა. სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში, რომელსაც „ბილეთების შავი ბაზარი“ ჰქვია, ე.წ. გადამყიდველებმა რამდენიმე ბილეთის საკმაოდ გაძვირებულ ფასად გაყიდვა დაიწყეს.
საქართველო - საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია, როგორც მიმოწერებში ვხედავთ, 30-ლარიან ბილეთს 800 ლარად ყიდიან.