Digest Logo

5 რამ, რაც მოგიხსნის კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებულ დისკომფორტებს

1617265222
5 რამ, რაც მოგიხსნის კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებულ დისკომფორტებს

თუ კომუნალური გადასახადების გადახდა შენთვისაც ბევრ სხვდასხვა დისკომფორტთან არის დაკავშირებული, გაეცანი სფეისის უპირატესობებს და გახადე გადახდის პროცესი უფრო მარტივი და სწრაფი. შენ შეგიძლია ნებისმიერი კომუნალური გადახდა შეასრულო სფეისის აპლიკაციით: გაზის გადახდა, დენის გადახდა, წყლისა და ინტერნეტისა გადახდა, ასევე შეგიძლია შეივსო მობილური ბალანსი, რაც მთავარია სახლიდან გასუვლელად. როგორ?

1. სრულიად დისტანციური მომსახურება

კომუნალური გადასახადების გადახდა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. სფეისი არის პირველი სრულიად ციფრული ბანკი საქართველოში, რომელიც გთავაზობს შენთვის ყველაზე საჭირო ფინანსურ სერვისებს დისტანციურად, ამიტომ სფეის აპლიკაციაში ერთი თითის დაჭერით შესაძლებელია ნებისმიერი გადახდის შესრულება, სულ რაღაც 2 წუთში.

2. არანაირი საკომისიო

ალბათ შენთვისაც ძალიან შემაწუხებელია, როდესაც გადასახდელ თანხასთან ერთად არსაიდან ჩნდება გაუთვალისწინებელი საკომისიოები, რომლებიც ყოველთვიურად შესაძლოა მცირედით, მაგრამ ყოველწლიურად ძალიან აძვირებდნენ კომუნალურების გადახდას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს დისკომფორტი მოგვეხსნა თქვენთვის და უარი გვეთქვა საკომისიოებზე (*იხდი მხოლოდ ენერგოპროს საკომისიოს, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის). უფრო კარგად რომ დაგანახო, რას ნიშნავს საკომისიოებისგან თავისუფალი გადახდა, გეტყვი, რომ აქტიური სფეისელი საშუალოდ 111 ლარს ზოგავს წლის განმავლობაში კომუნალურების გადახდისას.

3. ყველა გადახდა ერთ სივრცეში

ერთ ბარათზე არ გაქვს საკმარისი ფული შენი ყველა გადახდისთვის? სფეისი ამარტივებს გადახდის პროცესს და გაძლევს საშუალებას, დაზოგო დრო გადახდებზე. გამოიყენე სხვადასხვა ბარათი სხვადასხვა კომუნალური გადახდის დასაფარად. სფეისში შეგიძლია ყველა შენი ბარათი ერთ აპლიკაციას მიაბა და აირჩიო, რომლით რას გადაიხდი.

4. შაბლონები ყველა გადახდისთვის

სფეისში შეგიძლია შექმნა შაბლონები და თითის ერთი დაჭერით გადაიხადო ყველაფერი მომენტალურად. გადახდის დროს მონიშნე ვარსკვლავით შენი ტრანზაქცია და გამოტოვე რამდენიმე ნაბიჯი შემდეგ ჯერზე. არ დაგავიწყდეს, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია შაბლონების დამატება, რედაქტირება და წაშლა. ასევე შეგიძლია ყველა შენი შაბლონი ვირტუალურ კალათაში მოათავსო, შემდეგ კი თითის ერთი დაჭერით გადაიხადო ყველაფერი.

5. კომუნალურების გადახდა 24/7-ზე

გადაუდებელი საქმეების გამო კომუნალურების გადახდა დაგავწიყდა? სფეისის მთავარ გვერდზე დააჭირე მინუს ღილაკს, გადადი გადახდებში და მიჰყევი პროცესს. შეავსე მობილურის ბალანსი ან დაფარე კომუნალურები 24/7, მომენტალურად, ნებისმიერი ბანკის ბარათით.

ახლა შენ უკვე იცი როგორ გადაიხადო დისკომფორტების გარეშე კომუნალური გადასახადები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.