Digest Logo

🎥 „5 წელი შეყვარებულები ვიყავით...“ - ვინ არის სოსო ნებიერიძის მეორე ნახევარი

1748463788
 სოსო ნებიერიძე

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.

სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა 🌍

მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 352 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.

ამჯერად იგი გადაცემაში „მარტოობის 15 წუთი“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახზე ისაუბრა:

„17 წლის ასაკში გავიცანი ჩემი მომავალი ცოლი. 5 წელი შეყვარებულები ვიყავით. რთულ პერიოდში, სულ გვერდით მედგა და ძალიან მგულშემატკივრობდა. ჩემი სჯეროდა, რაც მთავარია. მე რომ „იუთუბერი“ ვარ და ჩემი ვიდეოები ძალიან მაგარია, მას დიდი წვლილი მიუძღვის. ჩემთვის, ჩემი ვიდეოები ძალიან მნიშვნელოვანია და თავად ვამონტაჟებ, რაღაც რომ არ ვიცი, ეს მომწონს, არ მომწონს, ვიცი, მარიკას რომ ვკითხავ, ის პასუხი ჩემთვის მისაღებია.

მაგ საკითხში სხვას არავის ვენდობი, ყოველთვის სწორ რაღაცებს მირჩევს.

არის ქვეყნები (უსაფრთხო) სადაც ერთად დავდივართ. ბოლოს, ეთიოპიაში ვიყავით. მთლად უსაფრთხო არ არის, მაგრამ საკმაოდ მოეწონა. ვიდეოც სხვანაირი გამოვიდა.

უფროსი შვილი, 10 წლის, უკვე 15 ქვეყანაშია ნამყოფი. მოგზაურობა დიდად არ უყვარს, ფეხბურთით არის გატაცებული“, - ამბობს სოსო ნებიერიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ოჯახის წევრებს ვუმტკიცებდი, რომ დამოუკიდებელი ვიყავი... უარი ვთქვი დაბრუნებაზე...“ - თამო ვაშალომიძე

⭕ „როცა თბილისში ჩამოვედი, ყველა ჩემი კახური კილოსა და წონის გამო მაბულინგებდა...“ - რას ჰყვება თამო ვაშალომიძე

⭕„ლამაზი ოჯახი...“ - გიორგი წიტაიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს