
მსახიობი, ფოტო მოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის საშუალებების „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ცოტა ხნის წინ მილანის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა, სადაც საკუთარი პროდუქცია წარადგინა. იგი საზოგადოების ყურადღების ობიექტია მუდმივად და ყვითელი პრესის ფურცლებზე, წლებია ხვდება.
თამო რამდენიმე დღის წინ კანის ფესტივალზეც გამოჩნდა.
ამჯერად იგი სტუმრად ერთ-ერთი გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც მეგობრებზე ისაუბრა:
„ყოველთვის ვცდილობდი თბილისში ჩამოსვლისას კილო არ მქონოდა, რადგან ყველა დამცინოდა. სკოლაში მე მეგობარი არ გამიჩენია. სანამ სხვა სკოლაში არ გადავედი მეგობარი არ მყოლია, რადგან ყველა მაბულინგებდა კილოს გამო, წონის გამო, სახის გამო. პუტკუნა და მრგვალი სახე მაქვს რა გავაკეთო. ძალიან დავკომპლექსდი. ჩემი მიზანი ეს იყო რომ კახური კილო ცოტათი მაინც მომეშორებინა. ახლაც მაქვს ხოლმე ცოტა ხნით. ეს ბულინგი ილექებოდა და ბავშვური ტრავმებით ვიზრდებოდით“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ლამაზი ოჯახი...“ - გიორგი წიტაიშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
🎥 თქვენი ღვიძლი იქნება სარკესავით სუფთა თუ ამას მიირთმევთ? - არუნ ხათრის რჩევები