Digest Logo

🎥 „50-60% არის ოპოზიციის დაკვეთა, გიგზავნიან სცენარს და იხდიან დიდ თანხებს“- რას ჰყვება ცნობილი იუთუბერი „ტიკტოკზე“ გავრცელებულ ვიდეოებზე, რომელიც მისი მტკიცებით ოპოზიციის დაკვეთაა და სანაცვლოდ ცნობილი ინფლუენსერები სოლიდურ თანხას იღებენ

1729857839
ზიპერა ზიპერა

საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი იუთუბერი The Zipper იუთუბის საკუთარ არხზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ინფლუენსერების მიერ წამოწყებულ პოლიტიკურ კამპანიაზე საუბრობს.

როგორც იუთუბერი ამბობს, აღნიშნული ვიდეოები ოპოზიციის დაკვეთაა და მასში ცნობილი ინფლუენსერები სოლიდურ თანხას იღებენ: 

„მინდა ბევრს ფარდა ავხადო და ბევრი რაღაც გაგიმხილოთ. გააკეთეს ტიკტოკზე ტრენდი, რომ არჩევნებზე თუ არ მიხვალ ჩემ ძაღლს „საბაკას“ დავუძახებ ან კიდევ კატას „კოშკასო“. რატომღაც ეგრე დაემთხვა, რომ ყველამ ერთი ორი დღის შუალედში, ვგულისხმობ დიდ ტიკტოკერებს განათავსეს ვიდეოები. თუ მაგის საჭიროებაც გახდა იმ ტიკტოკერებსაც დავასახელებ, რადგან თუ რაღაცას ვლაპარაკობ ასჯერ მაქვს გაზომილი.

მინდა იმ ხალხს გითხრათ, ვინც ხართ ჩვეულებრივი მოქალაქეები და ამათ გარედან აკვირდებით. ყველაფერი თუ არა, დაახლოებით 50-60% არის ოპოზიციის დაკვეთა. ამაზე შემიძლია მტკიცებულებებით დავადასტურო, იმიტომ რომ მეც მქონდა შეხება. მქონია შემთხვევა პირადად ჩემთვის სურდათ დაეკვეთათ მსგავსი ვიდეო. გიგზავნიან სცენარს, ვთანხმდებით ფულზე და ვიდეოების რაოდენობაზე. რა თქმა უნდა მქონდა ლაპარაკები ოპოზიციის *ლე პაჭი-პუჭა კომპანიებთან, ინფორმაციის დონეზე. მას შემდეგ რაც მითხრეს, რომ ჩემ გვერდზე ასეთი ვიდეოების ყიდვა უნდოდათ, დაიწყო ტიკტოკზე ამ ვიდეოების კამპანია. ერთი ნაწილი იყოფა იმისთვის რომ ააგროვონ ნახვები და ლაიქები, მეორე ნაწილმა მიაღწია მიზანს და აიყოლია სხვებიც. ვხედავთ დღეს ჩვეულებრივი ტრენდია. 

ფაქტია იმოქმედა თქვენმა ვიდეოებმა და ვაპირებ არჩევნებზე მისვლას, თუმცა კარგი იქნება მიაწეროთ თქვენს ვიდეოებზე ვის დავუჭირო მხარი... ვინ არის ამერიკის ძალიან მოძმე, ან არ არის ნაბოზარი. მაგას არც ერთი ინფლუენსერი არ გეუბნება. თითქოსდა მნიშვნელობა არ აქვს ვის ჩააბარებ ქვეყანას, ოღონდ ოცნებას არაო.

მქონდა ერთ-ერთი შემთხვევა, როცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ვესაუბრებოდი. ამიხსნა ყველაფერი და სცენარიც მომცა. აინტერესებდა რამდენად შევძლებდი. მერწმუნეთ მაგარ დედისმტ**ნელ ფულს იხდიან. მერწმუნეთ, რომ გულწრფელად არავინ არაფერს არ აკეთებს. იცოდეთ, რომ ვინც ხართ სუფთა ხალხი ცდილობენ ბუნებრივად შემოგიგდონ თემა და ჩაგითრიონ“, - ამბობს The Zipper.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ჯაბა კილაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს - „უკვე იმდენმა ადამიანმა დამირეკა... ძალიან შეეშინდათ“

⭕„არ მახსოვს ჩემი ცხოვრება ამ დარიჩინის რულეტის გარეშე...“- ანასტასია ბენდუქიძე ახალშობილი ქალიშვილის ფოტოებს გვიზიარებს📸

🎥 პატარა გულშემატკივრის განსაკუთრებული ემოციები - გიორგი მიქაუტაძის პერსონალური მოკითხვა 7 წლის იოანე ჩხაიძეს