საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში 14 ოქტომბერს ალბანეთს უმასპინძლა. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ალბანელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური კადრები გავრცელდა, რაც გასახდელში არის გადაღებული და პატარა გულშემატკივრების ფეხბურთელებთან შეხვედრის მომენტებს ასახავს.
ემოციურ ვიდეოში იოანე ჩხაიძეს გიორგი მიქაუტაძემ ხელი ჩამოართვა, რის შემდეგაც პატარა ბიჭუნამ ემოციები ვერ დამალა. 7 წლის იოანე სტუმრად გადაცემაში „იმედის დილა“ იმყოფებოდა, სადაც მიქაუტაძის თბილი მოკითხვაც მიიღო:
„იო გამარჯობა, როგორ ხარ? ვნახე ჩვენი ვიდეო და ემოციები. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, რომ მგულშემატკივრობ. აბა შენ იცი ბევრ წარმატებას გისურვებ მომავალში. კარგად იყავი“, - ამბობს გიორგი მიქაუტაძე ვიდეო ზარში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„კრიზისი კი იწყება მაშინ, როცა წონასწორობას ვკარგავთ...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე
⭕ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ დარჩება
🎥 რატომ ვერ ვგრძნობთ თავს კარგად სახლში? - მიზეზები ფენ-შუის მიხედვით თიკა ქოქაშვილისგან