სოციალური ქსელების ახალი ვარსკვლავი, 76 წლის ჯული ბებო, რომელმაც „ტიკ-ტოკზე“ გამოჩენიდან ერთ დღეში 23 000-ზე მეტი გამომწერი და 86 000-ზე მეტი მოწონება დააგროვა გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ობიექტივში მოხვდა.
ჯული ბებომ კამერებთან, საკუთარ პროფესიაზე, ცხოვრების სტილსა და სოციალურ სივრცეში გამოჩენის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:
„მეექვსე კლასში ვასწავლი და ერთი მოსწავლე შემომეხვია - „ჩემი ბლოგერი მასწავლებელო“. გუშინ და დღესაც არ გაუარა ამ სიყვარულმა. ბევრს ველოდი, მაგრამ მილიონობით ნახვას არ ველოდი. ჯერ კიდევ არ მაქვს გათვითცნობიერებული, თუმცა კარგი საქმე მგონია. ჩემმა კოლეგებმა მომილოცეს და მითხრეს: „ჯული, შენ ყველაფერი გამოგდის და გამოგივა“.
ბლოგერობა გადავწყვიტე შაბათ დღეს. ძალიან დიდი ნერვიულობის შედეგად, ალბათ ამდენი არასდროს არაფერზე არ მინერვიულია. პირველ რიგში შემრცხვა; ძნელი გადასაწყვეტია, ჯობია გადაწყვიტო და გააკეთო. ეს ბარიერია - გერიდება, გეშინია, რომ არ გამოგივა, და გეზარება, ალბათ.
დილით ვიღვიძებ, გავიპრანჭები. მაკიაჟი და გაპრანჭვა ძალიან მიყვარს. ასაკი თავისას შვრება, მაგრამ ისე ვერ გავალ. თვალებზეც მაქვს რაღაც წასმული და ტუჩზეც, ე.წ. დაძველებული ვარდისფერი ფერი მიყვარს.
მაქვს სკოლაში მუშაობის 51-წლიანი გამოცდილება. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ძალიან ვუყვარვარ ბავშვებსაც და მეც ძალიან მიყვარს ისინი. მთავარია, ჯერ ვასწავლო ადამიანობა და შემდეგ, მათემატიკა. მე მათთან ვმეგობრობ. ამით ვიკვებები ყოველ დღე“,- ჰყვება ახალბედა ბლოგერი მასწავლებელი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სამსახურის 24 საათი...“ - როგორია თიკა ფაცაციას ერთი დღე
⭕„სანამ ვინმეს განიკითხავთ გაიხსენეთ წარსულის ღრმა დეტალები!...“ - გოგა მანია საზოგადოებას მიმართავს