Digest Logo

60 წლის კაცი წყლის ძველ სათავსში ჩავარდა და დაიღუპა

1786963185
კაცი დაიღუპა

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა – ფაქტი ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე მოხდა.

ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიდების მემორიალის ჩასასვლელში ამორტიზებული ბეტონის საფარი ჩატყდა და კაცი ათწლეულების წინ გაუქმებულ, მიწისქვეშა წყლის ძველ სათავსში ჩავარდა.

გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ადგილს ზევიდან გრუნტი და მწვანე საფარი ფარავს, რის გამოც ვიზუალურად უსაფრთხო ჩანს, რეალურად კი საფარმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ერთმანეთზე კარგები ხართ“ - თაკო საზინა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕ „რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო ნაკლები ადამიანი მოგყვება...“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕„შესაძლოა გამოვლინდეს მესაკუთრეობის ინსტინქტი...“ - 17 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი