Digest Logo

„7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა“ - მთავრობის დადგენილება

1714471584
მთავრობის სახლი

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მარცხს არასდროს უნდა შეეგუო და ყოველთვის შენი სათქმელი უნდა თქვა“ - რას ჰყვება გოგო, რომელსაც ერთი ხელი აქვს და სპორტითაა დაკავებული

„ქვეყანა, რომელიც ვერ გრძნობს ეპოქის მაჯისცემას, ვერასოდეს შეძლებს განვითარებას, ამიტომ წინ ევროპისკენ - ენა, მამული, სარწმუნოება!“ - დათო ოქიტაშვილი

„მამული, ენა, სარწმუნოება“ - თემურ თათარაშვილმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები ამოისვირინგა