Digest Logo

🎥 „მარცხს არასდროს უნდა შეეგუო და ყოველთვის შენი სათქმელი უნდა თქვა“ - რას ჰყვება გოგო, რომელსაც ერთი ხელი აქვს და სპორტითაა დაკავებული

1714467712

გაიცანით, 27 წლის ლიკუნა ჩაჩიბაია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია, თუმცა მიუხედავად ცალი ხელის ქონისა, სპორტში აქტიურადაა ჩართული.

იგი წლების განმავლობაში ცურვით იყო დაკავებული, ახლა კი პარაკვანდოისტი გახლავთ.

საკუთარ ცხოვრებასა და სირთულეებზე სპორტსმენმა გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ისაუბრა.

„ვარ ლიკუნა ჩაჩიბაია, 27 წლის. ვარ პარაკვანდოისტი და ძალიან დიდი ხანია სპორტში ვარ აქტიურად ჩართული.

 ეს სპორტის სახეობა გადავწყვიტე მაშინ, როდესაც სპონტანურად დამიკავშირდნენ და მითხრეს, ტაიკვანდოთი ხომ დაინტერესდებიო.

პირველ ვარჯიშზე რომ მივედი, დასაწყისში ძალიან მოსაბეზრებელი იყო და კინაღამ ხელი ჩავიქნიე.

მოხდა ისე, რომ ცურვას შევეშვი, ნახევარი წელი აღარ ვიყავი აქტიური. მარცხს არასდროს უნდა შეეგუო და ყოველთვის შენი სათქმელი უნდა თქვა“, - ამბობს ლიკუნა ჩაჩიბაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ქვეყანა, რომელიც ვერ გრძნობს ეპოქის მაჯისცემას, ვერასოდეს შეძლებს განვითარებას, ამიტომ წინ ევროპისკენ - ენა, მამული, სარწმუნოება!“ - დათო ოქიტაშვილი

„მამული, ენა, სარწმუნოება“ - თემურ თათარაშვილმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები ამოისვირინგა

„ბოდიშს ვუხდი ყველას, აუცილებლად მივალ“ - რა დაემართა გიორგი კეკელიძეს?