Digest Logo

„8 ტყვია მოხვდა... ქილერმა, შემთხვევით, ტაქსიც დაცხრილა, რომელსაც არასრულწლოვანი სახლში გადაჰყავდა“ - ლევან კაჭარავას მკვლელობის უცნობი დეტალები

1656398511
ლევან კაჭარავა

ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი ფერის ტაქსი „ტოიოტა პრიუსი“, რომელიც შემთხვევით ბიზნესმენის მანქანას უკან მოჰყვებოდა, დაქირავებულმა მკვლელმა დაცხრილა.

ტაქსს მძღოლი - ელდარ ზარია, მართავდა და მას არასრულწლოვანი სახლში გადაჰყავდა.

მანქანას ე.წ ქილერის მიერ ნასროლი 8 ტყვია მოხვდა.  ელდარ ზარია გამოძიებისთვის ოქროს მოწმეა, რომელიც ბიზნემსმენზე  თავდასხმას შეესწრო.

მძღოლი იხსენებს, რომ კაჭარავას მანქანა მის წინ გადაადგილდებოდა და დაინახა, რომ მკვლელმა თავდაპირველად ჯერ ავტომობილის საბურავებს ესროლა, შემდეგ კი მანქანა დაცხრილა.

ბიზნესმენი კაჭარავა ადგილზევე გარდაიცვალა.

თვითმხილველები „ტვ პირველთან“ ჰყვებიან, რომ გასროლა მაშინ მოხდა, როცა ბიზნესმენის მანქანამ ტაქსს გადაასწრო.

„ეს მანქანა „აბგონს“ უკეთებდა, რა დროსაც ტყვიები დაახალეს. 8 ტყვია აქვს ამ ტაქსს მოხვედრილი. მარჯვენა მხარეს კარები აქვს დაცხრილული“, - ჰყვება თვითმხილველი.

ოქროს მოწმე გამოძიებამ მომხდარიდან მალევე გამოჰკითხა, თუმცა, ის თავდამსხმელებს ვერ იხსენებს.

ზარია მხოლოდ იმას ამბობს, რომ მას და ბიზნესმენის მანქანასაც ტყვიები გვერდიდან მოხვდა, ანუ „ქილერი“ ფერდობზე იყო ჩასაფრებული და ჩასაფრებაში  რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

ინფორმაციისთვის, ბიზნესმენი - ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე, 24 ივნისს მოკლეს. ბიზნესმენის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნიკას მივწერე, როგორც კი გამოხვალ ციხიდან, მე ვერ მნახავ, ეგრევე მივდივარ -მეთქი“ - რას ჰყვება გიორგი გაბუნია

🔵„პაპი არის ყველა უბედურების მომტანი, რაც ხდება დასავლეთში... პაპის წინ გალობა არის ცოდვა“ - მამა დავით ნოზაძე

🎥 როგორ დავიქვეითოთ მადა 5 მარტივი გზით - გიორგი ღოღობერიძის რჩევები