Digest Logo

აჭარაბეთის საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე UFC-ს პირველ ქართულ სატიტულო ბრძოლასთან ძალიან ახლოსაა (ვიდეო)

1632925888
გიგა ჩიკაძე

გიგა ჭიკაძე UFC-ს პირველ ქართულ სატიტულო ბრძოლასთან ძალიან ახლოსაა და გულშემატკივრის დახმარება სჭირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარაბეთში ავრცელებენ. 

„თუ ეს ფოტო მილიონ მოწონებაზე ავა, Dana White სატიტულო ბრძოლას ჩამინიშნავს“, - განაცხადა გიგამ.

გადადით მის ინსტაგრამზე და მოიწონეთ პოსტი.

გიგა ჭიკაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუ-ჯიცუში.

გიგას UFC-ში ამჟამად სტატისტიკა 7-0 აქვს , საიდანაც ბოლო ბრძოლა ისტორიული დაპირისპირების მე-3 რაუნდში ბრაზილიელი ედსონ ბარბოსა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ეს იყო პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი UFC-ის ღონისძიება, რომლის მთავარ დაპირისპირებაშიც ქართველმა იბრძოლა.

კომპანია „აჭარაბეთისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებასა თუ ტურნირებში.

ერთად გიგას ჩემპიონობისკენ !