ფსიქოლოგმა ანა არველაძემ გადაცემა „პრაიმ შოუში“ სპორტსმენების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და გადაწვის პროცესზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, მუდმივი რუტინა, საკუთარი განწყობის იგნორირება და შრომის უგულებელყოფა ხშირად იწვევს „თვითმარქვიას სინდრომს“, რაც მებრძოლებსა თუ ათლეტებს საკუთარი მიღწევების გაუფასურებისკენ უბიძგებს - ამ პრობლემასთან გამკლავების მთავარ გზად კი სპეციალისტი სწორად დაგეგმილ, ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ მუშაობას ასახელებს:
„როდესაც სპორტსმენს უწევს მუდმივად უარი თქვას იმ განწყობაზე, რაც დღის განმავლობაში აქვს, ეს გარკვეულ სტრესთან ასოცირდება. სპორტსმენი საკომპენსაციო პროცესებს იყენებს. იმისათვის რომ კარგ ხასიათზე იყოს, იგი ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მისთვის არ არის კომფორტული. განწყობილება არ აქვს ვარჯიშისა და რუტინის დაცვის. ამიტომაც ხდება სპორტსმენის გადაწვა.
როდესაც წავაწყდებით სპორტსმენის გადაღლას, იწყება ფიქრები არის თუ არა იმ ადგილზე და ეჭვი ეპარება უნდა იყოს თუ არა იქ. ადამიანები განვსხვავდებით, ზოგჯერ ადამიანებს „თვითმარქვიას ინსტინქტი“ უვითარდებათ. ზოგს ჰგონია, რომ რასაც მიაღწია შრომის შედეგია, ზოგსაც კი უბრალოდ გამართლება ჰგონია. ეს სინდრომი კი აუფასურებინებს თავის მიღწევებს.
აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა. ადამიანები ზოგჯერ იმ დაღვრილ სისხლს აუფასურებენ, რაც მათ გასწიეს. ამიტომაც აუცილებელია კარგი ფსიქოლოგიური მუშაობა“, - აღნიშნა ანა არველაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უღირსად, მიწაზე დაცემის შემდეგაც კი გვირტყამდნენ“ - მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ
⭕ „ყველაზე დიდი საჩუქარი სხვებისთვის ბედნიერების მოტანაა...“ - ნუცა ბუზალაძე პროექტ „ნიჭიერზე“