მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ მას და თავის მეგობარს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მერაბ დვალიშვილი ერთ-ერთ მედიასაშუალებას ინტერვიუს აძლევდა.
ქართველი მებრძოლი აბუ-დაბიში RAF-ის ჭიდაობის ღონისძიებაზე იმყოფება.
მერაბ დვალიშვილის განცხადებით, თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც მას და მის მეგობარს ძირს დაცემის შემდეგაც ფეხებს ურტყამდნენ.
„სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვწერდი, როდესაც უკნიდან უსმანი და მისი მეგობრები მომიახლოვდნენ და მე დაჩემ ახალგაზრდა მეგობარს ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს – დაგვცხეს.
დაცვა მიჭერდა – უღირსად, მიწაზე დაცემის შემდეგაც კი გვირტყამდნენ და გვიგდებდნენ ფეხებს“, - წერს მერაბ დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ უსმანი მერაბის ყოფილი მეტოქის, უმარ ნურმაგომედოვის ძმა და ასევე MMA-ის მებრძოლია.
View this post on Instagram
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „ყველაზე დიდი საჩუქარი სხვებისთვის ბედნიერების მოტანაა...“ - ნუცა ბუზალაძე პროექტ „ნიჭიერზე“
⭕ კაილი ჯენერს ყოფილმა დამლაგებელმა უჩივლა - ეს ბოლო შვიდი თვის განმავლობაში უკვე მეოთხე სარჩელია