
მწერალი, მსახიობი, ჰოლისტური ჯანმრთელობის მენტორი თეა ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამომწერებს, საკუთარი საავტორო წიგნიდან „მეტა“ ამონარიდს უზიარებს.
„გთხოვთ არა მხოლოდ წაიკითხოთ, არამედ გულწრფელად გაიაზროთ ეს ნაწერი და შემდეგ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება. ეს სტრიქონები ამოღებულია ჩემი წიგნიდან! #მეტტა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 4 აბზაცი
ცნობიერების რუკა
ცნობიერების მკვლევარმა დევიდ ჰოკინსმა გამოყენებითი კინეზოლოგიის (კინეზოლოგია არის მეცნიერება მოძრაობის შესახებ. იგი გულისხმობს მოძრაობათა გამოყენებას ადამიანის სულიერი და ფიზიკური განვითარებისთვის) შექმნა ცნობიერების რუკა.
ადამიანი შეადგენს ენერგეტიკულ ვიბრაციათა ნაკრებს, რომელსაც გააჩნია ინდივიდუალურობა. ადამიანის ენერგეტიკა დამოკიდებულია ისეთ სფეროებზე, როგორებიც არის - კვება, გონების და სხეულის მდგომარეობა, ჰიგიენა, აზროვნება, ემოციები, აღქმა, გრძნობები, ემოციები და ქმედებები.
ადამიანი ჰგავს რადიო მიმღებს, რა ტალღებსაც ვასხივებთ იმ ენერგიას ვიღებთ. რაც მეტი ენერგეტიკული ბლოკი აქვს ადამიანს გონებასა და სხეულში, მით უფრო სუსტია მისი ენერგია და მით სუსტია მისი ვიბრაცია. ენერგეტიკული ბლოკებია - შიში, შური, რისხვა, ბრაზი, დანაშაულის შეგრძნება, წყენა, წუწუნი, განკითხვა.
თუ ადამიანის ვიბრაცია 200-ის ქვემოთ არის ის მოქმედებს რეპტილიური ტვინით. შესაბამისად ამ ადამიანების გავლენა ვრცელდება იმ სიხშირის ველზე, რომლის ნაწილიც თავად არის. დაბალ ვიბრაციებში მყოფი ადამიანი ხშირად ავლენს ისეთ ემოციებს, როგორებიც არის - შიში, შური, ბოღმა, სხვების დადანაშაულება, განკითხვა, ცინიზმი და ცილისწამება. ჰოკინსის კვლევის შედეგად მოსახლეობის 85 პროცენტი იმყოფება 200 ერთეულის ქვემოთ. (დევიდი გარდააიცვალა 2012 წელს, შესაბამისად ეს მონაცემი ძველია)
რუკაზე ადამიანის ცნობიერი დაყოფილია სიხშირეებად. კონკრეტული ემოცია უტოლდება კონკრეტულ სიხშირეს. რაც უფრო მაღლაა ადამიანი ცნობიერების რუკაზე, უფრო მეტი სასიცოცხლო ენერგია აქვს მას და უფრო მეტად შეუძლია პოზიტიური გავლენის მოხდენა სხვა ადამიანებზე და ზოგადად სამყაროზე. რაც უფრო დაბლაა ადამიანი ცნობიერების რუკაზე, მით უფრო არაჯანსაღია მისი გონება და სხეული და შესაბამისად სასიცოცხლო ენერგია.
ყველაფერი ენერგიაა. შეუხამეთ თქვენი სასურველი რეალობის ვიბრაციის სიხშირე თქვენს საკუთარს და ძალაუნებურად თქვენ ამ რეალობას მიიღებთ. სხვაგვარად ეს ვერც იქნება. ეს არ არის ფილოსოფია.
ეს ფიზიკაა. – ალბერტ აინშტაინი.
ადამიანის ენერგეტიკული ველი აგზავნის სიხშირეებს და შესაბამისად იზიდავს მსგავს ვიბრაციას. ჩვენ თავად შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ და მოხვდება ჩვენს ენერგეტიკულ ზონაში. შესაბამისად, ადამიანი საკუთარი აზროვნებით ცვლის რეალობას და იღებს სასურველ შედეგს.
როგორ?
სუსტი ვიბრაციიდან ძლიერ ვიბრაციაში გადასვლით, რაც შესაძლებელია 100 პროცენტიანი პასუხისმგებლობის აღებით, საკუთარი აზროვნების და აღქმის შეცვლით, მადლიერების, პატიების და უპირობო სიყვარულის პრაქტიკით.
თვითდისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია!
იხილეთ ცნობიერების რუკა ქვემოთ მოცემულ სურათზე,
არსებობს სიხშირეთა 4 მაჩვენებელი:
1. პირველი არის მსხვერპლის პოზიცია, როდესაც ადამიანი მუდამ საკუთარ თავს, სხვას ან ბედს ადანაშაულებს და არაფერს ცვლის. ეს ადამიანები ცნობიერების რუკის შკალაზე 200 ის ქვემოთ იმყოფებიან. მოსახლეობის უმეტესობა ამ მდგომარეობაშია.
2. მეორე არის 200-დან 540 სიხშირის ზღვარი, მდგომარეობა რაც ადამიანებმა დიდი შრომის შედეგად მოიპოვეს, სადაც არის მზაობა, მიმღებლობა, და გონიერება.
3. მესამე 540-დან 700-მდე ვიბრაციაა, რაც არის მოსახლეობის 0,4 პროცენტი. აქ არის სიხარული, ჰარმონია და სიყვარული.
4. და ბოლოს 700+ არის გასხივოსნების და სამყაროსთან ერთიანობის მდგომარეობა, რომელ სიხშირეზეც არიან ერთეულები.
ჩვენ შეგვიძლია ერთად გავზარდოთ მესამე პუნქტში მოცემული 0.4 პროცენტი.
როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ მაღალ სიხშირეზეა? ქვემოთ მოცემულია ამაღლებული ენერგეტიკის რამდენიმე ნიშანი:
1. საჭმლის მიღების სურვილის შემცირება. ვიბრაცია მაღალია და ადამიანს აქვს ძლიერი ენერგია;
2. ძილისთვის განკუთვნილი დრო მცირდება. ძილი ხდება გააზრებული და მკაფიო;
3. სხეულის სიმსუბუქე;
4. იზრდება მგრძნობელობა, ადამიანი გრძნობს სხვა ადამიანის ენერგიას;
5. შინაგანი კმაყოფილება და ჰარმონია საკუთარ თავთან და სამყაროსთან;
6. განმარტოების სურვილი;
7. ქრება შიში, თუნდაც სიკვდილის შიში, დგება თვითშემეცნების პერიოდი;
8. უმიზეზო სიხარული;
9. გაძლიერებულია თანაგრძნობის და მხარდაჭერის სურვილი;
10. ადამიანი წვდება საკუთარ არსს - კმაყოფილია უბრალოდ ყოფნით - მე ვარ!
ერთი ადამიანი რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 500 ერთულზე აბალანსებს 750.000 ადამიანს 200 ის ქვემოთ.
ერთი ადამიანი რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 700 ერთულზე აბალანსებს 70 მილიონ ადამიანს 200 ის ქვემოთ.
შენ შეგიძლია საკუთარი აზროვნების და დამოკიდებულების ცვლილებით პოზიტიური გავლენის მოხდენა სამყაროზე!
„გუშინ ჭკვიანი ვიყავი და სამყაროს შეცვლა მინდოდა. დღეს ბრძენი ვარ და ვცვლი საკუთარ თავს“ - რუმი“,- წერს თეა ჯაფარიძე.