Digest Logo

🎥 „ადამიანი სიზმრის დროს განიცდის გარკვეულ, ეტაპობრივ სიკვდილის მდგომარეობას... ვიმყოფებით შიშის მახეში“ - რას ამბობს ნუცა შანშიაშვილი

1740905606
ნუცა შანშიაშვილი

ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.

ამჯერად არტისტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა, სადაც სიზმრებზე საუბრობს:

„რაღაც მომენტში ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური მომენტია. ადამიანები ვიმყოფებით შიშის მახეში, დამესიზმრა და მეშინია რამე ცუდი არ მოხდეს. 

მიჩნეულია უძველესი ქურუმების და მეცნიერების მიერ, რომ ადამიანი სიზმრის დროს განიცდის გარკვეულ, ეტაპობრივ სიკვდილის მდგომარეობას. სხეული ითიშება ტვინთან ერთად და სული მოგზაურობსო. 

ამ საქმის ტრანსფორმირებას როგორ მიუდგები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არჩევანის საშუალება გვაქვს ყოველთვის, ტვინს დიდი მნიშვნელობა აქვს. 

 თქვენ რაც არ უნდა დაგესიზმროთ, 100%-იდან 1% იქნება კარნახი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ახდება და დაგემართებათ“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 სოსო ნებიერიძის საინტერესო მოგზაურობა მოჩვენებების ქალაქში, რომელიც 50 წლის წინ მიატოვეს

🎥 თამარ ალადაშვილი მეორე შვილს ელოდება - „წელიწადი და შვიდი თვე იქნება შუალედი ბავშვებში“

🎥 „ყველამ შეიძლება ვერ შეძლოს გამოკვება, მაგრამ დაწესებულებას შეუძლია კარი გაუღოს“ - როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს ზამთარში?