Digest Logo

„27 მაისიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი “ - ამინდის პროგნოზი მეტეოროლოგისგან

1748351850
 კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის პროგნოზს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ არასტაბილური ამინდები კვლავ გაგრძელდება და სანაპირო რაიონებში შესაძლოა შტორმიც იყოს:

„სიცხე +35 გრადუსამდე და შემდეგ გრილი დღეები...

ანტიციკლონი დღეს სტაბილურ და სასიამოვნო, მზიან ამინდს გვპირდება, სანაპირო კურორტებზე +34, დასავლეთის დაბლობზე +35, აღმოსავლეთის ბარში +29 გრადუსამდე დათბება.

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე გურიის მთიან სოფლებში, სამეგრელოს სანაპიროზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი, ცხელი ქარი.

თუმცა, მეტეოროლოგიური პანორამა მიზანმიმართულია ახალი ცვლილებისთვის, რაც უკვე აშკარა გახდება ხვალისთვის, ატმოსფერული ფრონტი, რომელსაც თან ახლავს აშკარად უფრო გრილი, უფრო ნოტიო და არასტაბილური ჰაერის მასები, მზად არიან დაუპირისპირდნენ პოტენციური ენერგიით სავსე საკმაოდ თბილ ატმოსფეროს.

ამიტომაც, დღევანდელ ცხელ ამინდს, ხვალინდელი არასტაბილურობა ჩაანაცვლებს.

27 მაისიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი პერიოდულად ხანმოკლე წვიმითა და ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, დროდადრო იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

გასათვალისწინებელია ხვალ, 27 მაისს სანაპირო კურორტები, ფრთხილად იყავით, რადგან თბილ ჰაერის მასებსა და უფრო გრილ და ნოტიო მასებს შორის კონტრასტმა ადვილად შეიძლება ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი შტორმული სისტემების განვითარებას, რასაც თან ახლავს ქარის უეცარი ნაკადები.

გისურვებთ ბედნიერებას“, - წერს კობა ფარტენაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბევრი სასიამოვნო რამ ხდებოდა...დროშიც ავცდით...“ - გურამ შეროზია ჩინეთში მოგზაურობს

⭕როგორ გამოიყურებოდა შალვა პაპუაშვილის მეუღლე 26 მაისის ღონისძიებაზე - ფოტოები

⭕„საოცარ ფორმაში ხარ“ - სოფო ბედია ახალ ფოტოებს აქვეყნებს