ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში, სოხუმელი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ თემურ ახუბა, მეტსახელად „დინ რიდი“ მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Eadaily ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერტ კიუტმა, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების კოორდინაციის შესახებ შეხვედრა გამართა და ოპერატიული შტაბიც შექმნა.
„19 ივლისის დაახლოებით 15:00 საათზე, გუდაუთის რაიონის სოფელ აბგარჰუკში, 1972 წელს დაბადებული ახუბ ტიმურ ვალერიევიჩის განზრახ მკვლელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირებასა და დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში ჩაერთვება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საგამოძიებო განყოფილებები, SOBR და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი სარდლობის, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კინოლოგიური სამსახური“, - წერია აფხაზეთის შინაგან სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს მკვლელობა სოხუმისა და გუდაუთის დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირების გაგრძელებაა, რომელიც რამდენიმე წელია ვითარდება. კერძოდ სოხუმელი თემურ ახუბა, რომელიც 2013 წლიდან ატარებდა ე.წ. „კანონიერი ქურდის” ტიტულს, 2017-2019 წლებში რამდენიმე „ავტორიტეტი” დაუპირისპირდა, რომლებიც მისთვის „ტიტულის“ ჩამორთმევას მოითხოვდნენ. ორი მათგანი მეტსახელებით „ასტამური” და „ხასი“ სოხუმის სანაპიროზე, 2019 წელს ჩაცხრილეს. სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირებენ ახუბას მკვლელობასაც.