Digest Logo

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 33 წელი გავიდა

1755154139
აფხაზეთში საომარი მოქმედებები

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 33 წელი გავიდა.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები, თენგიზ კიტოვანის და სოსო ახალაიას ხელმძღვანელობით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ.

ოფიციალურ მიზეზად რკინიგზის სოჭი-ზუგდიდის მონაკვეთის დაცვა დასახელდა.

ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, 13 თვე გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით დასრულდა, რის შემდგომაც სეპარატისტებმა აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს.

კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა. ასეულობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა. დევნილად კი 300 000-ზე მეტი ადამიანი იქცა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

⭕ „ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობა ზუუგდიდში

🎥 „ვერ ვიგებ, კერძო სახლის მოვლა რატომაა რთული“ - მაკა ზამბახიძის მეუღლე სახალისო კადრებს გვიზიარებს