
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ლელა ხაჩიძე სტუმრად საპატრიარქოს ტელევიზია, „ერთსულოვნებაში“ იმყოფებოდა, სადაც დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან ცხრაას წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა:
„სრულდება ცხრაასი წლისთავი, საქართველოს უდიდესი მეფის, დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან, რომლის ხსენების დღე დაწესებულია 8 თებერვალს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დავით აღმაშენებელმა, ისევე როგორც მანამდე გრიგოლ ხანძთელმა და მის შემდგომ ილია ჭავჭავაძემ, ხელახლა შექმნა საქართველო. მის მეფობაში ბევრი რამ განხორციელდა სამახსოვრო და სამაგალითო. შემოიერთა დაკარგული ტერიტორიები, ბოლო მოუღო უცხოელ დამპყრობელთა თარეშს. შექმნა ისეთი სახელმწიფო, რომელიც სამაგალითოა ყველა დროში. ილია ჭავჭავაძის სიტყვით, აღმაშენებლის სახელი დარჩა ამქვეყნიურ ცხოვრებაში, და იქ წაიყოლა სახელი წმინდანისა დიდების გვირგვინით შემკობილი. ამ სიტყვებში მისი საზრისი და აზრი კარგად არის გადმოცემული“, - ჰყვება ლელა ხაჩიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: