კახეთში 26 წლის შვილიშვილმა 77 წლის ბებია სავარაუდოდ გააუპატიურა. ბრალდებული პირი პოლიციამ უკვე დააკავა.
„ტვ პირველთან“ ინტერვიუს დროს კი შვილიშვილის ბებია აცხადებს, რომ მასზე შვილიშვილს სექსუალურად არ უძალადია.
მისი თქმით, 26 წლის ბიჭი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.
„ბებო მიყვარხარო და მომდევდა თან. მეც ვერიდებოდი - მეშინოდა, აგრესიული იყო. პოლიციას ვუთხარი, რომ მაწუხებდა და სხვა არაფერი. ხელს წამავლებდა ხოლმე. გარეთ არ მიშვებდა, რომ დალევდა და გაბრაზდებოდა მაწუხებდა“, - აცხადებს 77 წლის ქალი.
შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბებიის გაუპატიურების ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ახალგაზრდა ბებიაზე სისტემატურად ძალადობდა, ფაქტის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დანაშაულს ბიჭის მამა შეესწრო.