Digest Logo

🎥 „აი, ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან, საქართველოს დროშით, დედი. ახლა ჩვენ გელოდებით აქ, ქართულ მიწაზე“ - ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

1655988355
ლევან კბილაშვილი

21 ივნისს მომღერალი ლევან კბილაშვილი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას კორონავირუსის რამდენჯერმე გადატანის შემდეგ, მენჯის ძვლის დაშლა დაეწყო.

სამწუხარო ინფორმაციამ მთელი საქართველო მოიცვა. გარდაცვლილს მოსკოვში უკვე გამოემშვიდობნენ. ლევანის დედამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და გადმოსვენების კადრებიც გაავრცელა.

„აი, ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან საქართველოს დროშით დედი. მთელი მოსკოვი იქ იყოვო დედიიიიიიი. ახლოს არ უშვებდნენ არავის, ზღვა ხალხი იყოვო დედიიიიიიი.

ყველას უნდოდა ახლოდან დამშვიდობებაო, დედიიიიიი. განსაკუთრებული პატივი მიგაგეს შვილო, მგონი იქაურებსაც არ ღირსებიათ ასეთი პატივი, ეს ვინ ყოფილხარ შვილო.

ახლა ჩვენ გელოდებით აქ, ქართულ მიწაზე ქართული დროშით, შენ შენი გასაკეთებელი ქართული საქმე იქ უკვე გააკეთე, გენაცვალოს დედა შენ შვილოოოოოო“, - წერს გარდაცვლილის დედა მე­ლი­ტა ფურ­ცე­ლა­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ასობით ბიჭია გადმოსასვენებელი საზღვარგარეთ ზედოზირებით გარდაცვლილი! სტატისტიკა იმდენად შემზარავია, რომ გენოციდს უდრის“ - ინგა ბერიკაშვილი

🔵„როცა გატყუებენ არ შეეგუოთ სიყალბეს, ფარისევლობას, მლიქვნელობას. ან მონური ტანჯვა უნდა ავირჩიოთ, ან ტანჯვისგან გათავისუფლება…“ - პეტრე კოლხი

🎥 „მე ვთქვი უარი ოჯახზე ... ერთდროულად სამ გოგოსთან დამიწყია ურთიერთობა“ - ზაზა კოლელიშვილი პირად ამბებზე ალაპარკდა