
ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი, ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი“ ავრცელებს.
„სიხარულით გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი)“,- ვკითხულობთ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ლიზა ჩიჩუა დუბაიში მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს
🎥 „ულამაზესი, საოცარი...“- ნახეთ როგორ გამოიყურებოდა ნანუკა გუდავაძე კარნავალზე
⭕🎥 „ონკოლოგიური დაავადებები დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს ემართებათ...“ - ლალი ბადრიძე