„საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ნაკლოვანებაა, რის გამოც გასულ წელს ანალიზი გაკეთდა ასეულობით კვლევები ჩატარდა ელექტრონულ სიგარეტებთან, იგივე ვეიპებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ის დაავადებები, რაც დაკავშირებულია ჩვეულებრივ სიგარეტთან, ასევე დაკავშირებულია ელექტრონულ სიგარეტის მოხმარებასთან. განსხვავება დაავადებების და სიკვდილიანობის თვალსაზრისით არ არის“,- ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველოს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არის ბავშვები და ახალგაზრდები.
„ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფი, ვინც არის ბავშვები და ახალგაზრდები მათთვის ეს არის ინიციირების წყარო, ანუ იწყებენ ამით. ელექტრონულ სიგარეტებში არის ნიკოტინი საკმაოდ კონცენტრირებული რაოდენობით და იწვევს მიჯაჭვულობას ამ უძლიერეს ნარკოტიკზე, რომელიც ჰეროინისა და კოკაინის შემდგომ მოდის“, - ამბობს გიორგი ბახტურიძე.