Digest Logo

ახალციხეში ყირიმ-კონგოს ცხელება 6 ადამიანს დაუდასტურდა

1652509617
ყირიმ-კონგო

ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

გამოცემა წერს,  რომ ვირუსი ერთ კაცსა და ხუთ ქალს დაუდასტურდა, მისი შემთხვევები კი გამოვლინდა ჭყვინთაში, საყუნეთში, მუსხში კლდეში, ქალაქ ვალესა და ქალაქ ახალციხეში.

„ყველა შემთხვევაზე განხორციელებულია ეპიდკვლევა, ხოლო პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ინფორმაცია შემთხვევებთან დაკავშირებით გადაგზავნილია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სოფლის ექიმებთან და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში“, - აცხადებენ  ახალციხის მერიაში.

13 მაისის მონაცემებით, მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ადამიანის ყირიმ-კონგოთი დაავადების 10 შემთხვევაა გამოვლენილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „სასაცილოდაც არ მყოფნის, ვინმემ სანქციები დაუწესოს. კაცმა თავისი ქონება საქართველოს დაუმტკიცა“ - ლადო კახაძე ივანიშვილზე

🔵„ლამის დაიჩოქა...“ - „ბარსელონას“ მფლობელი მაკა ასათიანით მოიხიბლა - უცნობი ისტორია

🔵VIDEO: როგორ იწყებს დილას 4 შვილის დედა თაკო ტაბატაძე