
ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. როგორც ცნობილია, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი, როგორც ექიმები ამბობენ ბავშვების მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების თქმით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ჩავიდნენ წყალში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.