ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხოდაშენში ცეცხლსასროლი იარაღით 70 წლამდე კაცი დაჭრეს.
ადგილობრივების თქმით, კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ესროლეს. მას დაზიანება მუცლის არეში აქვს მიღებული.
სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.