Digest Logo

ალბათ „ენმ“-ს ეს გზა უნდა გაევლო, არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები - მიხეილ სააკაშვილი

1701780828
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ პროცესიდან პარტია უფრო გაძლიერებული გამოვა.

„ალბათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან.

მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები.

ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵 „სტადიონზე რაღაცამ ბოლოს ისე იქუხა, მეგონა რომელიღაც ტრიბუნა ჩამოინგრა“ - რას წერს ნინა მამუკაძე-სორდინი კვარაზე

🔵  როგორ გამოიყურებოდნენ ხვიჩა და ნიცა Gran gala calcio-ს დაჯილდოებაზე - ფოტოკოლაჟი

🔵 „სტადიონზე რაღაცამ ბოლოს ისე იქუხა, მეგონა რომელიღაც ტრიბუნა ჩამოინგრა“ - რას წერს ნინა მამუკაძე-სორდინი კვარაზე