ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვების შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა გააკეთა.
„ოთხკვირიანი მომზადების დროს სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ. ასე რომ, აქ არანაირ ჩემს სასწაულზე არ არის საუბარი – უბრალოდ ბიჭებმა გუნდურად ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ვფიქრობ, დღეს ფიზიკურად ძალიან ძლიერები გამოვჩნდით და შედეგიც მივიღეთ. ეს მხოლოდ ერთი გამარჯვებაა. წინ ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. კარგია, რომ ესპანეთს მოვუგეთ, მაგრამ მთავარი მიზნისკენ უნდა ვიყოთ მიმართული. ეს ძალიან რთული მისიაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.
შენგელიას თამაში დღევანდელ შეხვედრაში ბოლო წუთამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ თავად გადაწყვიტა, რომ მოედანზე გასულიყო და ყველამ დავინახეთ, რამდენად დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.
წაგებულ თამაშებშიც ბევრი ჩვენი მოთამაშე მომეწონა. ვიცი, რომ შეგვიძლია უკეთესადაც ვიასპარეზოთ. მინდა, მადლობა გადავუხადო სამედიცინო შტაბს – რასაც ისინი აკეთებენ, ნამდვილი საოცრებაა“, – აღნიშნა ალექსანდრ ჯიკიჩმა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს იტალიასთან გამართავს, 16:00 საათიდან შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქეთა თოფურიას განსხვავებული ლუქი სოცქსელს იპყრობს
⭕ „ჯამალ კაიშვილი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს...“ - Geo Team-ი