Digest Logo

„ალექსანდრე ჩემს ზეწოლას ვერ გაუძლებს“ - სანტიაგო ლუნა

1795093377
სანტიაგო ლუნა

სანტიაგო ლუნამ ალექსანდრე თოფურიასთან მოახლოებული ბრძოლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მათი დაპირისპირება გაიმართება 21 ნოემბერს, დოჰაში, ჩვენი დროით 19:00 საათიდან.

ეს იქნება ქართველი მებრძოლის მე-3 ჩხუბი მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში.

„კრივშიც და ჭიდაობაშიც დომინანტი მე ვიქნები. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც თოფურია იგრძნობს ჩემს ძალას დგომში, შემდეგ ეცდება ჩემს გადაყვანას პარტერში, თუმცა ზეწოლას ვერ გაუძლებს. ვიყოთ რეალისტები: მას არ სურს ჭიდაობა, მაგრამ მოუწევს, მე კი ჩხუბის ნაადრევად დასრულებაზე ვიფიქრებ.

არ ვიცი, რა გეგმა აქვს ალექსანდრეს, თუმცა, თუ ის აპირებს დგომში დარტყმების გაცვლას, ჩემს საბრძოლო სტილს ვერ გაუძლებს. მზად ვარ, ამ ჩხუბში ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეები გამოვაჩინო. თოფურიას ჩემთან ძალიან გაუჭირდება", - განაცხადა მექსიკელმა მებრძოლმა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „სიმართლე კურნავს, როცა გულის სინდისში შეაბიჯებ...“ - ლამზირა ხაჭაპურიძე 24 ნოემბრის სავსემთვარეობასა და პრაქტიკაზე

⭕„კლინიკაში შემოყვანილია 31 წლის კაცი, რომელსაც სხეულის 87%-ის დამწვრობა აქვს“ - გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულზე

⭕ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს მერია სასტუმროებში დააბინავებს: მიმდინარეობს 7 პირის ძებნა-შველის ოპერაცია, მათ შორის სამი არასრულწლოვანია

წყარო: lagazzetta.ge

✕