ყველასათვის საყვარელი მსახიობი ჯაბა კილაძე სტუმრად გიორგი ვარდოსანიძის საავტორო გადაცემაში „არასერიოზულ პოდკასტში“ სტუმრად იმყოფებოდა.
მან გარდაცვლილი კოლეგა, მეგობარი, პარტნიორი ნიკო გომელაური გაიხსენა, რომლის გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა.
ნიკო გომელაური 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ მისი დაბადების დღე იყო, იგი 12 ივლისს 54 წლის გახდებოდა.
- როგორი იყო ნიკო გომელაური კულისებში, როგორც პარტნიორი?!
ნიკო იყო ზედმეტად ჩვეულებრივი ადამიანი. გული მწყდება, რომ მაშინ არ იყო ეს სოციალური ქსელი ისეთი აქტიური, როგორც დღეს და ამ ადამიანს ბევრი არ იცნობს, რა ტიპი იყო. მხოლოდ შორიდან იცნობენ, ნებისმიერი ეპითეტი რომ გეთქვა თვითონვე არ უყვარდა. მისი საფლავიც რომ ნახო, ძალიან მარტივია.
იყო უდიდესი ნიჭის მქონე, ბევრი ტკივილის მატარებელი. ახალმა თაობამ არ იცის როგორი იყო, არ იცნობენ.
თეატრისთვის მისი გარდაცვალება იყო უდიდესი დარტყმა. თავად ნიკომ რაც ჩვენთან, თეატრში დათესა, როგორც მსახიობმა, პარტნიორმა, ადამიანმა, თუ რამე არსებობდა თეატრის ცუდ მხარეზე, მას ყველა სტერეოტიპი ჰქონდა დამსხვრეული. ყველანი ვიყავით მასზე უმცროსები 10 წლით, მაგრამ იყო ჩვენოდენა. თუ მიდგომით, გვერდში დგომით, რჩევით ამ ყველაფერს მთელი გულით აკეთებდა. ფიქრობდი, რატომ იქცევა ეს ტიპი ასე? მერე და მერე ვხვდები, რომ სწორი მიდგომა ამ კაცს ჰქონდა გუნდურობის პრინციპში. თუ გუნდი არ არის, არ არის სპექტაკლი, არ არის დასი. უნდოდა ყველა იდეალური და კარგი ყოფილიყო, თავადაც ასეთი გამოჩნდებოდა. ისეთ დეტალებში გეხმარებოდა, ფიქრობდი, რა ჯიგარია.
ამას ყველაფერს მთელი გულით აკეთებდა და შედეგიც მოდიოდა. ეს თეატრში არც თუ ისე ხშირია. ძალიან გული მწყდება, რომ ეს ადამიანი ამ საზოგადოების ნაწილი არ არის, განსაკუთრებით ჩაეხუტებოდა ახალ თაობას. მისი პოეზიაც ნამდვილად კლასიკაა, რაც დროში არ გაიფლანგება. რაც დრო გადის, მისი სიტყვები უფრო ჩანს ჩვენს რეალობაში.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძმის ქორწილში არ წავედი იმის გამო, რომ რეპეტიცია არ გამეცდინა“ - რას ჰყვება ანა ჯავახიშვილი