Digest Logo

🎥 „უნდა იყოთ მაქსიმალურად უშიშრები, გამბედავები და გულწრფელობა აუცილებელია წვრილმანებშიც კი“ - 26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1721976064
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა. უნდა იყოთ მაქსიმალურად უშიშრები, გამბედავები და გულწრფელობა აუცილებელია წვრილმანებშიც კი. გარდა ამისა კარგია ფიზიკური აქტივობა“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

ვერძი - განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ფინანსური კუთხით. თუ რაიმე ხელშეკრულებაზე გექნებათ ხელი მოსაწერი კარგად შეისწავლეთ დეტალები და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

კურო -  მოგეთხოვებათ სიმშვიდე და სიდინჯე იმისთვის, რომ დღე წარმატებული იყოს. შესაძლოა მოინახულოთ ძველი მეგობრები, აღადგინოთ ურთიერთობები, გარდა ამისა, მიიღებთ რომანტიკულ სიურპრიზს. 

ტყუპები - შესაძლოა ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარეები იყოთ. ეცადეთ, საკუთარ თავში იპოვოთ ბალანსი, რომ სწორად იმოქმედოთ. 

კირჩხიბი - დღე წარმატებული იქნება თუ არ დაიზარებთ ინფორმაციის გადამოწმებას. ეცადეთ, ობიექტურად და რეალურად შეაფასოთ ყველაფერი რასაც მოისმენთ. 

ლომი - თქვენი ენერგია ზენიტშია. გაგიმარტივდებათ შთაბეჭდილებების მოხდენა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ენერგია გექნებათ. ნუ მოექცევით სხვისი ზეგავლენის ქვეშ. 

ქალწული - ეს დღე წარმატებული იქნება. ინტუიცია ძლიერი გექნებათ და ლოგიკის გამოყენებით თქვენს დასახულ მიზანს მიაღწევთ. იმოქმედეთ!

სასწორი - იმოქმედეთ და ტყუილად ნუ ინერვიულებთ. ყველაფერი თქვენს ხელთაა. ხანდახან ყველაფერი ისე არაა როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ შემდგომ ხვდებით, რომ ასე ჯობდა. ეცადეთ მიჰყვეთ დღის დინებას. 

მორიელი - მეტი სიმშვიდე და მოთმინება გმართებთ. რაღაცები შეიცვლება, გეგმები ისე არ წავა, როგორც გინდოდათ, მაგრამ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ იქნება. ფეხი აუწყეთ დღის გამოწვევებს. 

მშვილდოსანი - იმოქმედეთ დღის პირველ ნახევარში. ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმე უმჯობესია ამ პერიოდში დაგეგმოთ, რადგან ეს დრო თქვენთვის ნაყოფიერი იქნება. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს, გარკვეული უთანხმოებები შეგხვდებათ.

თხის რქა - თქვენი მიზანდასახულობა დღეს გამოგადგებათ მიიღოთ ის ინფორმაცია, რაც გჭირდებათ. ეცადეთ იყოთ უფრო მეტად დაკვირვებულები. 

მერწყული - დღე წარმატებული იქნება, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. შეგიძლიათ ნაყოფიერად და აქტიურად გამოიყენოთ, დაგეგმოთ შეხვედრები, გადაჭრათ საქმეები. მეორე ნახევარში უმჯობესია განტვირთვა, გარემოს ცვლილება, დასვენება. 

თევზები - იმოქმედეთ! რაღაც მომენტში შეიძლება დაწყებული საქმე შუა გზაზე გააჩეროთ, ეცადეთ ბოლომდე მიიყვანოთ, დაასრულოთ ყოველთვის ყველაფერი. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი.

შაბათი - დღე იდეალურია ცნობიერების ასამაღლებლად. ახალი ინფორმაციის მისაღებად.

კვირა - ამ დღეს შეგიძლიათ ყველა საქმე, რაც ადრე დაიწყეთ, დაასრულოთ. არ აჰყვეთ პროვოკაციებს და არ წარმოქმნათ კონფლიქტები.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ აღნიშნა ნატალია ყიფშიძემ დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან

„მაპატიე, რომ წელს ვერ მოვდივარ შენს საფლავზე, სულ ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით ხარ“ - თორნიკე ყაჯრიშვილი გარდაცვლილ ძმას დაბადების დღეს ულოცავს

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო