ექიმი რადიოლოგი, კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი ოთარ ტატიშვილი სტუმრად გიორგი ვარდოსანიძის საავტორო გადაცემაში „არასერიოზულ პოდკასტში“ სტუმრად იმყოფებოდა.
ოთარ ტატიშვილმა გადაცემაში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მან ცხოვრების ის ნაწილიც გაიხსენა, როდესაც ბავშვთა განყოფილებაში მოუწია მუშაობა, სადაც ონკოლოგიური პაციენტის მშობლებს ამ ურთულესი დიაგნოზის შესახებ ატყობინებდა.
„არ მყოლია პაციენტი, რომლისთვისაც არასახარბიელო დიაგნოზი მითქვამს და მას ჩემზე გასჩენოდა აგრესია. იშვიათობა არ არის სამწუხაროდ ცუდი დიაგნოზის მოსმენა, თან გაახალგაზრდავდა, ტექნოლოგიების განვითარებამ ბევრი დაავადების გაახალგაზრდავება გამოიწვია.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ყველაფერს ეჩვევი. უცხოეთში რომ ვსწავლობდი, ვმუშაობდი ბავშვთა განყოფილებაში, გინდა არ გინდა როტაცია უნდა გაგევლო, ვერ იტყოდი ამ განყოფილებაში არ ვიმუშავებო.
მაყურებელს ახლა ძმაკაცურად ვეუბნები, ცოტა დამაკლდა, გავლოთდი ჩვეულებრივად, ყოველ საღამოს „ვურტყავდი“.
ამ ბავშვებს რომ ვხედავდი დიდი თავებით, ჰიდროცეფალიით, სიმსივნეებით, ანევრიზმებით, მალფორმაციებით, შემდეგ მათ მშობლებს, ამ ახალგაზრდა ანგელოზივით ხალხს რომ ვუყურებდი, 27-28-30 წლის მშობლებს და მათ შვილებს ასეთი არასახარბიელო დიაგნოზი.
ყოველ დღე, 6 თვის განმავლობაში ვსვამდი, არ გიმალავთ. ერთ დღეს ცოლმა მითხრა - „როდის გიმთავრდება როტაცია მაგ განყოფილებაშიო“.
იმ ბავშვების ნაჩუქარი ნახატები, ამოქარგულები, სათამაშო კოლექციიდან მოცემული ნივთები ახლაც მაქვს სახლში, წარწერებით ჩემს საყვარელ ექიმს“, - ამბობს ოთარ ტატიშვილი.
გადაცემა ნახეთ სრულად 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩვენი გუნდის თვალის ჩინი“ - „ლევანტე“ გიორგი ქოჩორაშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს