Digest Logo

🎥 „ჩვენი გუნდის თვალის ჩინი“ - „ლევანტე“ გიორგი ქოჩორაშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს

1721901300
გიორგი ქოჩორაშვილი

ესპანური კლუბი „ლევანტე“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ევრო 2024-ის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩეოდა და თანაც პოსტებს ქართულ ენაზე აქვეყნებდა.

„ლევანტეს“ ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორი, როგორც ცნობილია ხავი დე ლა ოსა გახლავთ. მან ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც არ შეწყვიტა ქართული ფეისბუკ პოსტების დადება.

ხავიმ ცოტა ხნის წინ გიორგი ქოჩორაშვილის კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა და ფეხბურთელს ქართული ტექსტი მიუძღვნა.