„ასაკი მხოლოდ ციფრებია“ - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „სხვა რაკურსი“ ქართული საზოგადოებისთვის საყვარელი ცნობადი სახეები შეიკრიბნენ. მათ შორის იყო ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძეც.
ნუგზარ რუხაძემ ისაუბრა ახალგაზრდობასა და წარსულის შეცდომებზე, თუმცა აღნიშნა რომ ცხოვრებით უკმაყოფილო არ არის.
„მადლობელი ვარ, რომ გაგახსენდი. ამ ბავშვებში რატომ გამრიე. მოგონებებით ძალიან ხშირად ვცხოვრობ ხოლმე. იმდენი რაღაც მიწევს, ახალგაზრდობაზე საფიქრელად არ მცალია. ტკბილიც არის მწარეც არის. თუმცა ვფიქრობ, რომ სწორად ვიცხოვრე, თუმცა შეცდომებიც მქონდა და უფალმა ეს არ გამირთულა.
სწორად ავირჩიე თუ არა ხელობა არ ვიცი, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ. ეჭვებით არის წარსული დახუნძლული, თუმცა მყავს მეგობრები და საძმო, იმათთან ერთად ამბებს რომ ვიხსენებ, ამას არაფერი ჯობია.
ცხოვრების გემო და ხალისი დღემდე შემრჩა. მისი პეწი და მისი სიყვარული. დრო მიდის და მე ჩვეულებრივად ვცხოვრობ“, - აღნიშნა ნუგზარ რუხაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო;
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ულამაზესი ხარ“ - რუსა ჩაჩუას დახვეწილი იმიჯი სოცქსელს იპყრობს
⭕რა უნდა ვიცოდეთ ალუბლისფერ ანგიომაზე - „ხშირად უჩნდებათ ქალებს“