Digest Logo

„ამ დღეს, ღამის 3 საათზე 2011 წელს, ნაძირალა მიშას ბრძანებით დაგვაპატიმრეს ცრუ ბრალდებით, ყოველთვის ვიბრძოლებ იმ ბოროტების წინააღმდეგ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია!“ - გიორგი აბდალაძე

1720333764
გიორგი აბდალაძეა

„ამ დღეს, ღამის 3 საათზე 2011 წელს, ნაძირალა მიშას ბრძანებით დაგვაპატიმრეს!! ამ ხნის მანძილზე დღე არ გადის, რომ არ ვიფიქრო იმ ჯოჯოხეთზე რაც გავიარეთ“, - წერს ფოტოგრაფი, ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ყოველთვის იბრძოლებს იმ ბოროტების წინააღმდეგ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.

„ამ დღეს, ღამის 3 საათზე 2011 წელს, ნაძირალა მიშას ბრძანებით დაგვაპატიმრეს!! ამ ხნის მანძილზე დღე არ გადის, რომ არ ვიფიქრო იმ ჯოჯოხეთზე რაც გავიარეთ; დაგვაპატიმრეს ცრუ ბრალდებით. დღეს ზურა აღარ გვყავს - ყველაზე თბილი და კეთილი ადამიანი, ყოველთვის ვიბრძოლებ მე პირადად იმ ბოროტების წინააღმდეგ რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია!“ - წერს აბდალაძე.

შეგახსენებთ, 2011 წლის 7 ივლისს, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაწყებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ჯაშუშობის ბრალდება გამოგონილი, დაკავების რეალური მიზეზი კი, 2011 წლის 26 მაისს აქციის გაშუქება და დარბევის ამსახველი ფოტოები იყო. 2018 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ დავადგინოთ გვაქვს თუ არა ხერხემლის მალთაშუა დისკის დაავადება - როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა

„პირველად რომ ფეხბურთის გამო ვიტირე, ეგ ცრემლი ქინქლაძისა იყო“ - გიორგი კეკელიძე ვეტერან ფეხბურთელს დაბადების დღეს ულოცავს

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე იუბილარია - რა ფოტოებს აქვეყნებს ეროვნული ნაკრები