Digest Logo

„ამ ფაქტს უნდა შევეგუო“ - დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

1720364886
დავით ხოჭოლავა

ქართველმა ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის მიზეზი ქრონიკული ტრავმა გახდა, რომლისგან განკურნება მან ვერ მოახერხა.

„ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ვეცადე დაბრუნება, მაგრამ უნდა შევეგუო იმ ფაქტს, რომ ვეღარ დავბრუნდები. მთავარი ჯანმრთელობაა, ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე. „კოპენჰაგენში“ შესანიშნავი დრო გავატარე და ამ კლუბის ყოველთვის მადლობელი ვიქნები“, - განაცხადა ხოჭოლავამ, რომელსაც ტრავმების გამო ბოლო 18 თვე გაუცდა.

31 წლის ფეხბურთელს „საბურთალოში“, „ოლიმპში“, „სიონში“, „დინამო თბილისში“, ფოთის „კოლხეთში“, „შუქურაში“, „ჩერნომორეცში“, „შახტარსა“ და „კოპენჰაგენში“ აქვს ნათამაშები.

დანიურ კლუბში მან 2021 წლიდან 55 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების ღირსებას ხოჭოლავა 2017 წლიდან იცავდა და 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის სამი ქვეყნის ჩემპიონია - საქართველოს, უკრაინის და დანიის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ამ დღეს, ღამის 3 საათზე 2011 წელს, ნაძირალა მიშას ბრძანებით დაგვაპატიმრეს ცრუ ბრალდებით, ყოველთვის ვიბრძოლებ იმ ბოროტების წინააღმდეგ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია!“ - გიორგი აბდალაძე

🎥 „კიდევ უფრო უარესს გეტყვით, ალბათ მეც მალე გავთხოვდები და ჩემ ქორწილშიც იხილავთ ბექას და სოფოს...“ თიკა ჯამბურია ყოფილი ქმრის ქორწილიდან კადრებს აქვეყნებს

🎥 ლელა წურწუმიას კონცერტზე გიორგი მამარდაშვილმა დაურეკა - რა ვიდეოს აქვეყნებს მამულიჩა?