სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ბაია ამაშუკელი გადაცემის „სტუდია სოლიდარობა“ სტუმარი იყო, სადაც მან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და გლობალურ მოვლენებზე ღიად ისაუბრა.
მისი თქმით, მსოფლიოს მმართველებს სურთ, ქვეყანა დაანგრიონ, დააკნინონ და ევროპის გუბერნიად აქციონ.
„ქეთევან წამებულის მოედანს რატომ უნდა ერქვას ევროპის მოედანი, არ მესმის რით არ არის ეს წმინდანი იმდენად ღირსეული და დასაფასებელი, ევროპა რით არის უფრო ღირსეული?
ქართველი ამას რომ იკადრებს მერე სხვა რაღაცასაც კადრულობს. ამათთვის ევროპა არის, რაღაც სამოთხეში მოხვედრა. იქ მოწევა შეიძლება, სხვა რამეც შეიძლება, ჰგონიათ, გადასარევად იცხოვრებენ, მაგრამ იმათ ხელფასი აქვთ სხვა, გადასახადებს იხდიან. ჩვენ თავის გადასახადს გვთხოვენ.
უნდათ აბსოლუტურად დანგრეული, დაკნინებული ქვეყანა როგორც გუბერნია ისე აქციონ. ვიძახდით, რომ რუსეთის გუბერნია ვიყავით, ვიყავით, კი, აღარ ვართ. ახლა ამ გუბერნიიდან იმის გუბერნია უნდა გავხდეთ? რა მნიშვნელობა აქვს რუსის ჩექმა მედგმევა, ნატოს თუ თემურლენგის“, - ამბობს ბაია ამაშუკელი
@solidarityforpeace სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ბაია ამაშუკელი #media #mediaset #mediaplatforms #socialmedia #government #governmentnews #politica #politicalnews #tiktok #georgia #georgiantiktok #solidarity #solidarityforpeace #foryouu #foryourpages #fyp ♬ original sound - solidarityforpeace
აგრეთვე დაგაინტერესებთ: