Digest Logo

„ამ ქალებს რასაც ვაცმევდით მაღაზიები არ ჩუქნიდნენ, ვხდიდით და ვაბარებდით უკან...“ - ია ფარულავა გადაცემაზე „ჩემი მშვენიერი ლედი“

1741681361
ია ფარულავა

ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა უკვე მრავალი წელია, მაყურებლისთვის საყვარელი და ამავდროულად საინტერესო ფიგურაა. მას  საკუთარი ცხოვრების, განვლილი გზისა თუ ოჯახის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ.

იგი მუდმივად ახერხებს იყოს ყურადღების ცენტრში და ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას.

ამჯერად, იგი გადაცემის „შვილი“ სტუმარი იყო, სადაც გადაცემა „ჩემი მშვენიერი ლედი“ გაიხსენა:

„მაგარი იყო ეგ გადაცემა, მაგრამ მაყურებლის აბსოლუტური მოტყუება ხდებოდა, რადგან არცერთი ლედი, არცერთი სტუმარი, რომელიც ჩვენ გავალამაზეთ, არცერთთან არ იყო ნამდვილი ისტორია, ყველაფერი გამოვიგონეთ. ვიგონებდი მე, ჩემს ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა. 

იყო ძალიან რთული გადასაღები გადაცემა, 4-5 დღე ვიღებდით და 2 დღე ვამონტაჟებდით. 

ერთადერთი ძალიან სამწუხაროა ერთი, რამ და ამის ძალიან მრცხვენია, ჩემი ბრალი არ იყო, ამ ქალებს რასაც ვაცმევდით მაღაზიები არ ჩუქნიდნენ, ვხდიდით და ვაბარებდით უკან. მერე ზოგს მე ვჩუქნიდი“, - იხსენებს ია ფარულავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ +22 გრადუსამდე დათბება - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს მთელ საქართველოში?

⭕ „მოსიყვარულე ოჯახი“ - ზურა ხაჩიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕ „შეურაცხყოფა მომაყენა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სიტყვებიც მითხრა...მადლობა საქართველოს პოლიციას სწრაფი რეაგირებისთვის“ - რა შეემთხვა გიორგი ფხაკაძეს