
მომღერალი დათო კენჭიაშვილი სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა სადაც გარდაცვლილი დედა ემოციურად გაიხსენა:
„ცოტა მიჭირს დედაზე საუბარი. ყველას ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს დედაზე. საოცრად მუსიკალური ადამიანი იყო. არასოდეს არ გვაქებდა და უთქვამს რომ ჩვენს მიერ შესრულებული სიმღერა იყო კარგი. სხვანაირი ადამიანი იყო მაგრამ მესმოდა მისი ძალიან კარგად. არ მახსოვს არც ერთხელ, რომ ნებისმიერი თემის გარეშე ეთქვა მისი შვილი ვიყავი, რადგან საზოგადოებაში ქება-დიდება არ უყვარდა. სიმღერა „იორო“, რომელიც თეო ქუმსიაშვილს ეკუთვნის, ამაზე მითხრა მხოლოდ მე რომ მოსწონდა. როდესაც გარდაიცვალა ბოლო დღეს მის გვერდით მივუჯექი და ეს სიმღერა ვუმღერე, ამ სიმღერით გავაცილე. ბოლო დღე იყო ჩვენი ერთად ყოფნის სახლში. ძალიან მიჭირდა მაგრამ რომ არ გამეკეთებინა არ შეიძლებოდა.
ანევრიზმით გარდაიცვალა, მე და ჩემი დაც დავრჩით მარტო ასე პატარა ბავშვებისთვის. მამა გვყავს ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, მაგრამ დედა რომ გამოეცლება ოჯახს სხვანაირად ეტყობა. გავიზარდეთ უცბად, ერთ დღეში. მის არსებობას ყოველ დღე ვგრძნობ, მის გვერდით დგომას. არ მინდა ბანალური ტექსტებით ვისაუბრო მაგრამ ვგრძნობ შინაგანად და ხორციელად“, - ჰყვება დათო კენჭიაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დიდხანს გამოგვივიდა საიდუმლოს შენახვა...“ - ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილს ელოდება
🎥 „თქვენს წინაშეა...“ - Geo Team-ი ზურიკო დავითაშვილის სახალისო ვიდეოს აქვეყნებს