ჟურნალისტი ანი გიუნტერი ჟურნალ „სარკესთან" საკუთარი გარეგნობის და ბულინგის შესახებ საუბრობს.
როგორც იგი ჰყვება წონაში მატებას სტრესს უკავშირებს.
„ჰარმონიულად კი ვიყავი ჩემს წონასთან, მაგრამ როცა ერთ დღეს ვერც ერთ ჩემს სამოსში ვერ ჩავეტიე, მივხვდი, რომ განგაშის ზარები უნდა ჩამერთო. ელასტიკი მუხლს ზემოთ რომ არ ამომივიდა, იქ უკვე ჩემი ჰარმონია დაირღვა. სასწორზე რომ დავდექი, მართლა თავზარი დამეცა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პანიკაში მაინც არ ჩავვარდნილვარ, მივმართე ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. უბრალოდ, ჩემი მინუსია, რომ ბოლომდე ვერასდროს მივიყვანე შედგენილი პროგრამა.
ღმერთმა დამინდო და სასწორზე 90 კილო არ დაიწერა. როცა ავიწონე და შოკი მივიღე, 89,9 ეწერა. არადა, ადრე 80 თუ დაიწერებოდა, მაშინვე მკაცრ დიეტაზე გადავდიოდი…
ყველაფერ ამას ერთოდა საზოგადოების მხრიდან პირდაპირი ბულინგი. ქუჩაში მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, უი, როგორ მოგიმატებია წონაშიო. მაღაზიაშიც კი, როცა შევდიოდი, მეუბნებოდნენ, თქვენი ზომა არ არისო…
რას უკავშირებთ წონის გაქცევას? არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ ეკრანზე აღარ ხართ და ამოვარდით კალაპოტიდან?
ამ ყველაფერს ვუკავშირებ ძალიან დიდ სტრესს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო ჩემს ცხოვრებაში და ამაზე საუბარი არ მინდა.
ჩემს ცხოვრებაში სტრესი მუდმივ ხასიათს ატარებს. ეს დაკავშირებულია ოჯახურ პრობლემებთან და სულ ბრძოლაში ვარ…
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან მალე!...“ - ნახეთ, რა სიახლეებია ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში
⭕„რეზი არველაძე Junior დაიბადა“ - ქეთი წიქვაძეს და ნიკა არველაძეს შვილი შეეძინათ
🎥 ლელა წურწუმია შვილთან ერთად ამღერდა - „სიყვარულით და სითბოთი გაჟღენთილი „დუეტია“