Digest Logo

ამბავი ცოლ-ქმარზე, რომელიც 12-ჯერ დაქორწინდა, რათა სახელმწიფო შეღავათებით ესარგებლა

1734762574
ქორწინებაქორწინება

ავსტრიის ქალაქ გრაცში მცხოვრები წყვილი 12-ჯერ დაქორწინდა და განქორწინდა, მაგრამ ეს ამის მიზეზი ჭირვეულობა ან ცვალებადი ხასიათი კი არა, ფინანსური ინტერესი გახდა.

ამჟამად ორივე მეუღლე 70 წელს გადაცილებულია. ისინი პირველად 1982 წელს დაქორწინდნენ და ექვსი წლის შემდეგ განქორწინდნენ.

ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, განქორწინებიდან 2,5 წლის შემდეგ ქალს შეუძლია ე.წ. ქვრივის პენსია ანუ ერთჯერადი დახმარება მიიღოს.

გამჭრიახმა ცოლ-ქმარმა ამ შესაძლებლობით სარგებლობა გადაწყვიტა. ისინი 12-ჯერ დაქორწინდნენ და განქორწინდნენ, თუმცა მთელი ამ დროის მანძილზე (30 წელი) ერთად ცხოვრობდნენ და სანიმუშო წყვილად ითვლებოდნენ.

მეუღლეების მაქინაციები მხოლოდ 2022 წელს გამოვლინდა. ბოლო განქორწინება, რომელიც დარეგისტრირება მაისში სცადეს, ხელისუფლებამ არ აღიარა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ წყვილმა თაღლითობის გზით 326 ათასი ევრო მიიღო. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა, წყვილი ბრალს არ აღიარებს და პრესასთან კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ითესება სიძულვილი მასმედიის მიერ, მოწინააღმდეგე აზრისადმი...მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ღმერთმა თავისი ტანჯვა-წამების ფასად გაგვიღო სამოთხის კარი“ - მამა ბენიამინ ბელქანია

⭕„ყველაფერი საუკეთესო მინდა გქონდეთ...“ - ეკუნა ყანჩაველი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 რიტუალი რომელიც ახალი წლის ღამეს მანდარინით უნდა შევასრულოთ - თაკო მელიქიშვილის რჩევა