Digest Logo

„ამდენი წელი გავიდა და ბოდიში არ მოუხდია ამის ჩამდენს!“ - ზურა ხაჩიძე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე

1730974009
ზურა ხაჩიძე

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა.

ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან „კარვების ქალაქის“ გაშლა დააანონსა. იმავე დღეებში თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა გრძელდებოდა.  

2007 წლის 7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლმდენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა.

იმავე საღამოს ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა და ტელეკომპანიის მაუწყებლობა გაითიშა.

აღნიშნულ თარიღს მუსიკოსი და მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„7 ნოემბერი, უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში! ამდენი წელი გავიდა და ბოდიში არ მოუხდია ამის ჩამდენს!“,- წერს ზურა ხაჩიძე.

პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.

პროკურატურამ, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და მისი დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა. ამ საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა 2014 წლის პირველ აგვისტოს შეეფარდათ.