ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი დეივიდ დათუნა 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მეგობრები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
როგორც ცნობილია დეივიდ დათუნა ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადება გახდა. ხელოვანი, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ბოსტონის კლინიკაში 24 მაისს გარდაიცვალა.
დეივიდ დათუნა სახელოვნებო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა 2019 წელს, როდესაც ერთ-ერთ გამოფენაზე 120 000 დოლარად შეფასებული ბანანი შეჭამა, რომელიც მაურიციო კატელანის არტისტულ ნამუშევარს წარმოადგენდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ნუ ეცდებით პარტნიორის მართვას და საკუთარი შეხედულებების მისთვის თავსმოხვევას“ - ცაგარელი
🔵რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
წყარო: www.radiotavisupleba.ge