Digest Logo

🎥 „ამერიკის ჰოსპიტალში, სადაც ბავშვებს აცრას უკეთებდნენ მაღალი იყო აუტიზმის პროცენტი, სადაც არ უკეთებდნენ, საერთოდ არ იყო“ - თენგიზ ტყებუჩავა

1790006798
თენგიზ ტყებუჩავა

აუტიზმი (აუტისტური სპექტრის აშლილობა) არის ნეიროგანვითარებადი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი სამყაროს, როგორ ამყარებს კომუნიკაციას და ურთიერთქმედებს სხვებთან. ის წარმოადგენს „სპექტრს“, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოვლინებები და სირთულის ხარისხი ყველა ადამიანში ინდივიდუალურია.

მედიცინის დოქტორი (MD, PhD), კარდიოქირურგი და რეგენერაციული მედიცინის სპეციალისტი, რომელიც ცნობილია საქართველოში პირველი რეგენერაციული მედიცინის ამერიკული ცენტრის, RegMed Georgia-ის დაარსებით, თენგიზ ტყებუჩავა ამტკიცებს, რომ რეგენერაციულ მედიცინას წარმატებული შემთხვევები აქვს აუტიზმთან ბრძოლაში. 

იგი პოდკასტში „ჩერის სივრცე“ კონკრეტულ კვლევებზე საუბრობს და ამბობს, რომ აუტიზმის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი გეგმური ვაქცინებია:

„სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჯობია შვიდ წლამდე მოხდეს ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა. რადგან ამ დროს ხდება ტვინის განვითარება, ჩამოყალიბება, ამიტომ რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო კარგია, უფრო სწრაფი შედეგი აქვს, შესაძლოა ცვლილებები შეამჩნიო მეორე დღეს.

ეს ცენტრები არის როგორც დამხმარე და რაღაც, ეს არ არის სამკურნალო. ღერძი ამ მკურნალობის უნდა იყოს რეგენერაციული თერაპია, ეს არის ერთადერთი მსოფლიოში, რომელიც მართლაც შველის, სხვანაირად უბრალოდ ვერ გამოასწორებ, იმიტომ, რომ აუტიზმი ეს არ არის რაღაცა ერთი პრობლემა, იქ ჩართულია მთელი სისტემა, ეს არის ტვინის ანთება, კუჭ-ნაწლავი, ამიტომ საჭიროა ერთდროულად მისი აღდგენა.

აუტიზმი არ არის გენეტიკური, წინათ ფიქრობდნენ, რომ იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ არის. თავიდან 1 000-ში ერთი შემთხვევა იყო, მოგვიანებით, რაც აცრები ინტენსიურად შემოვიდა, მათი რაოდენობა გაიზარდა. სადღაც წავიკითხე, ყოველ დაბადებულ 23 ბავშვში, ერთს აქვს აუტიზმი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. წავიკითხე კვლევა, ამერიკაში ერთ-ერთ ჰოსპიტალში ყველას უკეთებდნენ აცრას, მეორე ჰოსპიტალში არ უკეთებდნენ. იქ, სადაც აცრას უკეთებდნენ მაღალი იყო პროცენტი აუტიზმისა, სადაც არ უკეთებდნენ აცრას, იქ საერთოდ არ იყო აუტიზმი. 

საუბარია გეგმურ აცრებზე. მე არ ვიცი საქართველოში როგორ აკეთებენ, მაგრამ ამერიკაში როგორც კი ბავშვი იბადებოდა, 24 საათის განმავლობაში B ჰეპატიტის აცრას უკეთებდნენ, რად უნდა ახალ დაბადებულ ბავშვს ეს აცრა. იქ არის ალუმინი და ალუმინი ანგრევს ტვინს, ძალიან ტოქსიკურია“, - ამბობს თენგიზ ტყებუჩავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

თბილისში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

🎥 ატირებული ჯანეტ ქერდიყოშვილი - რა მოხდა გადაცემის „ნოესთან“ ჩაწერაზე?

🎥 „ამერიკაში, ქუჩაში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ეწევა“ - ყოველდღიური ჩვევები, რაც დაბერებას აჩქარებს, თენგიზ ტყებუჩავას გაფრთხილება და რეკომენდაციები