თენგიზ ტყებუჩავა არის ქართველი მედიცინის დოქტორი (MD, PhD), კარდიოქირურგი და რეგენერაციული მედიცინის სპეციალისტი, რომელიც ცნობილია საქართველოში პირველი რეგენერაციული მედიცინის ამერიკული ცენტრის, RegMed Georgia-ის დაარსებით. მას აქვს მრავალწლიანი საერთაშორისო სამეცნიერო და კლინიკური გამოცდილება ევროპასა და აშშ-ში.
იგი პოდკასტის „ჩერის სივრცე“ სტუმარი იყო, სადაც იმ ყოველდღიურ ჩვევებზე ისაუბრა, რომელიც დაბერების პროცესს აჩქარებს:
„ჩვევა, რომელიც აბერებს არის მოწევა, თამბაქო.
გაოცებული ვარ, რამდენი ადამიანი ეწევა. საქართველოში მგონი, უფრო მეტი მწეველი ქალია, ვიდრე კაცი. ამერიკაში შეგიძლიათ ისეირნოთ ქუჩაში და ადამიანს ვერ ნახავთ, რომელიც ეწევა.
შეგნება ისე ამაღლდა, სულ უხსნიდნენ, აჩვენებდნენ, აგებინებდნენ, რამდენად ცუდი და საშიშია, ამიტომ ყველას ესმის. თვითონ ეს ქცევაც უკულტურობად ითვლება უკვე. პასიური მწეველისთვისაც საშიშია, ტოქსინებს სუნთქავს.
მეორე ჩვევაა უმოძრაობა. ახალი ტექნოლოგიები და ცხოვრების დონე განაწყობს საათობით ჯდომას. უმოძრაობა არის მკვლელი! ძალიან ცუდია. ადამიანმა 10 წუთი მაინც უნდა იაროს, სულ არ არის აუცილებელი ფული დახარჯო და დარბაზში იარო, ეთამაშე შენს ბავშვს, იმოძრავე, იცურავე, იყავი რაღაცით დაკავებული.
შენ ამით სიგნალს უგზავნი ქსოვილებს, ლიმფური სისტემის მოქმედებას, რადგან ეს აშორებს ტოქსინებს.
მესამე არის კვება - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. „კოკა-კოლა“, „პეპსი“, „ფანტა“, „ჯანქ ფუდი“, „მაკდონალდსი“. შვეიცარიაში ეს პროცესი შეაჩერეს. რას ვჭამთ? პლასტმასას. ყველაფერი რაც ღმერთისგან არის შექმნილი, არ არის საშიში, მაგრამ რაც ადამიანისგან არის შექმნილი, საშიშია“, - ამბობს თენგიზ ტყებუჩავა.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:👇
ასევე დაგაინტერესებთ: