გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.
მათივე ცნობით, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სალომე ჭაჭუას პიკანტურმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა - რა კადრებს ავრცელებს მოცეკვავე
🎥 „პატარა ბავშვი მარტო ზის საჭესთან, თან ტირის“ - კადრები, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა