Digest Logo

🎥 „ამის გამო უვითარდება სხვადასხვა ნიჭი, დიდი სიბრძნით იტვირთება, ხდება თავდაჯერებული“ - რატომ არის საშიში მოძღვრის გარეშე ყოფნა?

1736092953
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მამა თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ქადაგებას, სადაც იგი განმარტავს თუ რატომ არის საშიში მოძღვრის გარეშე ყოფნა.

„ადამიანი რაც უფრო სიღრმისეულად ცხოვრობს სულიერად, რაც უფრო აქტიურია რელიგიურად, ინტენსიურია მისი ცხოვრება მით უფრო საშიშია მოძღვრის გარეშე მისი ყოფნა, რადგან მსუბუქად რელიგიური ადამიანისთვის ეს უბრალოდ დანამატია და გავლენას არ ახდენს, სამწუხაროა, მაგრამ არიან ასეთი ქრისტიანები. 

მაგრამ თუ ადამიანი ძალიან აქტიურია, წმინდა წერილებს, მამებს კარგად იცნობს, მისთვის მოძღვრის გარეშე ყოფნა ძალიან საშიში ხდება, რადგან რელიგიურ ცხოვრებას აქვს ერთი თვისება, მან ცხოვრების ყოფიერების საიდუმლო იცის, ამის გამო უვითარდება სხვადასხვა ნიჭი, დიდი სიბრძნით იტვირთება, ხდება თავდაჯერებული, მაგრამ არცერთი ადამიანი არ არის ექსტრემალური შემთხვევების გარეშე. როცა ასეთი ადამიანის ცხოვრებაში გამოცდის დრო დგება, აქ მისი თავდაჯერებულობა უმტყუნებს“, - ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს, ვაქცინა და მკურნალობა არ არსებობს“ - გიორგი ფხაკაძე ახალ ვირუსზე

„ყველაზე ძვირფასი კიდევ ერთი გათენებული ახალი დილა და გვერდით მოსიყვარულე ოჯახია“ - რას წერს გივიკო დიდია

„ღუმელს ანთებდა, ბენზინი აქვს ჩასხმული... ბავშვების გამოყვანას ცდილობდა“ - ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები