ანანია გაჩეჩილაძე, რომელმაც POSTV-ის დამფუძნებელს შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, „ტვ პირველთან" აცხადებს, რომ მას პოლიციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.
პოლიციამ ჟურნალისტს იმ ფარული ჩანაწერის სრულად მიწოდება სთხოვა, რომელიც რამდენიმე წლის წინ არის გაკეთებული და რომელიც რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროებას ადასტურებს.
ჟურნალისტის თქმით შეხვედრა კვირის ბოლოს არის ჩანიშნული. გაჩეჩილაძე შეხვედრაზე მივა, რადგან აინტერესებს რა ტიპის დიალოგი წარიმართება მასსა და შსს-ს შორის.
„მე მივმართე შაბათს შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს, ხოლო ორშაბათს დღის მეორე ნახევარში დამიკავშირდნენ თბილისიდან პოლიციის ერთ-ერთი სტრუქტურიდან, მთხოვეს შეხვედრა და ამ შეხვედრაზე წარდგენა იმ ჩანაწერის, რომელიც გასაჯაროვდა ტელევიზიის მეშვეობით.
შეხვედრა ჩანიშნული გვაქვს კვირის ბოლოს და გამოვცხადდები რა თქმა უნდა ჩემს უფლებადამცველთან ერთად, საინტერესოა, რა ტიპის შინაარსის დიალოგი შედგება ჩემსა და პოლიციას შორის. პრონციპში ეს იყო გამოხმაურება ზუსტად იმაზე, რაც მე მივწერე ელექტრონული ფოსტით გავუგზავნე შემდეგი შინაარსის წერილი, რომ მე მოქალაქე ანი გაჩეჩილაძე ვიყავი დაინტერესებული ამ ჩანაწერის გამოძიებით ასე, რომ ვთქვათ გამოკვლევით და მივაწოდე ინფორმაცია, რომ მაქვს ასეთი ტიპის ჩანაწერი გაკეთებული ამდენი და ამდენი წლის წინ ამა და ამ ადგილას ამა და ამ შინაარსის ყველას კარგად მოეხსენება უკვე რა შიაარს ვგულისხმობ. ასევე გამოხმაურება იყო იმავე დღეს ორშაბათს სახალხო დამცველის აპარატიდან და მათაც მთხოვეს ჩემი სურვილის თანახმად შესაბამისად ამ ჩანაწერის წარდგენა. მე მაქვს მოლოდინი რომ ამ ჩანაწერს ერთად მოვუსმენთ და გავაანალიზებთ იმ სტანდარტებით, რაც არის კანონში, რაც არის სამათლიანიც სამართლლებრივიც და უფრო ღრმად შევალთ იმ დეტალებშიც“, - ანანია გაჩეჩილაძე.
ანანია გაჩეჩილაძის თქმით, მას ასევე დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატიდანაც.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 შალვა რამიშვილი სკანდალურ ბრალდებაზე პირველ კომენტარს აკეთებს - „არ ვიცნობ ეგეთ ადამიანს“
წყარო: tvpirveli.ge